აშშ-ში სტარტი აიღო ცინცინატის მასტერსმა, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ჩოგბურთელი მონაწილეობს.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (17) თავისი პირველი შეხვედრა ანდრეი რუბლევთან (70) გამართა.
კარგი სტარტისა და პირველი სეტის მოგების (7:6) მიუხედავად, ქართველმა ჩოგბურთელმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ზედიზედ 2 სეტში დამარცხდა - 4:6; 2:6.
რუბლევი აღნიშნულ დაპირისპირებაში საოცრად აწოდებდა. რუსმა ჩოგბურთელმა 16 ეისი შეასრულა. ბასილაშვილმა ეს მხოლოდ 3-ჯერ გააკეთა.
ანდრეი რუბლევი ცინცინატის მასტერსის შემდეგ რაუნდში გრიგორ დიმიტროვსა და სტენ ვავრინკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.