45 წლის ვენუს უილიამსი ჩოგბურთს დაუბრუნდა და პირველი მატჩი მოიგო
45 წლის ვენუს უილიამსმა 16-თვიანი პაუზის შემდეგ ჩოგბურთში დაბრუნება გადაწყვიტა. იგი ვაშინგტონის 500-ქულიან ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვენუსი წყვილთა თანრიგშიც თამაშობს და ინდივიდუალურადაც - წყვილთა თანრიგში მან პირველი მატჩი თანამემამულე ჰაილი ბაპტისტესთან ერთად ჩაატარა და მეტოქე 2 სეტში - 6:3; 6:1 დაამარცხა.
ინდივიდუალურად ასპარეზობაში კი იგი 23 ივლისს, თბილისის დროით 03:30 საათზე, პეიტონ სტირნსის წინააღმდეგ გამართავს.
45 წლის ვენუს უილიამსის დაბრუნება ვაშინგტონის 500 ქულიან ტურნირზე
შეგახსენებთ, რომ ვენუს უილიამსი ლეგენდარული ქალი ჩოგბურთელია, რომელსაც დიდი სლემის ტურნირი 7-ჯერ აქვს მოგებული (5-ჯერ უიმბლდონი, 2-ჯერ კი ამერიკის ღია პირველობა).
მას ასევე საოცარი შედეგი აქვს წყვილთა თანრიგში, სადაც ოთხივე სლემის მოგება მინიმუმ 2-ჯერ შეძლო, ჯამში კი 14-ჯერ შეძლო სლემის მოგება. გარდა სლემისა, იგი 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონია.
Venus Williams and Hailey Baptiste beat Genie Bouchard and Clervie Ngounoue 6-3 6-1 in Washington.
— The Tennis Letter (@TheTennisLetter) July 21, 2025
Packed house for the legendary Queen Vee.
What a joy to see her back on a tennis court ❤ pic.twitter.com/K6dNEVom80