Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის 1000-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ბასილამ კვალიფიკაციის 1/2-ფინალში ბერნარდ ტომიჩი 3 სეტში დაამარცხა - 4:6, 6:3, 6:1. შეხვედრა 1:42 საათი მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ქართველი ჩოგბურთელი ATP რეიტინგში 104-ე ნომერია, ტომიჩი კი 169-ე.

შანხაის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე უახლოეს პერიოდში გაირკვევა, იქ გამარჯვების შემთხვევაში კი ძირითად ბადეში მოხვდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შანხაის ტურნირი 1000-ქულიანია და საპრიზო ფონდი 9 193 540 დოლარია.

ასევე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ბერნარდ ტომიჩს კარიერაში სულ 3-ჯერ შეხვდა და სამივე შეხვედრა ბოლო 12 დღის განმავლობაში ჩაატარა. ქართველმა აქედან 2 მოიგო, 1-ში კი დამარცხდა.

სხვა სტატიები