Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის მერვედფინალში გავიდა

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, სამხრეთ კორეის დედაქალაქში მიმდინარე ჩელენჯერის პირველი წრე გაიარა და მერვედფინალში იასპარეზებს.

ბასილაშვილი პირველ შეხვედრაში ფრანგ ტერენს ატმანეს დაუპირისპირდა და 3 სეტში (6:3|3:6|6:4) დაამარცხა. ნიკოლოზის მომავალი მეტოქე ტაივანელი ტუნგ-ლინ ვუა. შეხვედრა 30 ოქტომბერს გაიმართება. ბასილაშვილი ATP-ის საერთო რეიტინგში 311-ე ადგილს იკავებს, მისი საუკეთესო მაჩვენებელი საუკეთესო ჩოგბურთელებს შორის მე-16-ედ ყოფნა იყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილს, კარიერის განმავლობაში, ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები