ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის მეოთხედფინალშია
1 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი სამხრეთ კორეაში მიმდინარე ტურნირის ჩემპიონობისთვის იბრძვის. ნიკოლოზ ბასილაშვილმა, სეულის ჩელენჯერზე მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში იასპარეზებს. ნიკოლოზის მეტოქე ტაივანელი ტუნგ-ლინ ვუ იყო, რომელსაც 3 სეტში (6:2| 6:7| 6:4) მოუგო. თუ არ ჩავთვლით მეორე სეტის ტაიბრეიკამდე მიყვანას, ბასილაშვილმა მეტოქე მარტივად დაამარცხა.
სცენარი თითქმის იგივე იყო მერვედფინალურ დაპირისპირებაშიც ფრანგ ტერენს ატმანესთან, სადაც ნიკოლოზმა ასევე დათმო მეორე სეტი.
მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ჰიროკი მოროიასა და მაკენზ მაკდონალდს შორის გამარჯვებული იქნება. ბასილაშვილი, ამ მომენტისთვის, ATP-ის 311-ე ჩოგანია.