Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში, ბელგიელ ჟილ არნო ბაილთან 2 სეტში 7:6 (7:4), 6:1 დამარცხდა და ბელგიის 250-ქულიან ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. შეხვედრა 1:41 საათი მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP TOUR-ში დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ დაბრუნდა და ძირითად ბადეში მოხვედრა ვერ მოახერხა.

პირველ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელი ტიმ პიეცი დაამარცხა, მაგრამ დღევანდელი მეტოქის ბარიერი ვერ გადალახა.

სხვა სტატიები