Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს კვალიფიკაციის ფინალშია

12 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე კარლოს მასტერსის კვალიფიკაციის 1/2-ფინალში იან-ლენარდ შტრუფი 2 სეტში დაამარცხა, ბასილაშვილმა ორივე სეტი იდენტური ანგარიშით მოიგო - 3:6, 3:6. დაპირისპირება 1:11 საათი მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროისთვის მსოფლიოს 129-ე ნომერი ჩოგბურთელია, მისი მეტოქე კი 75-ე იყო.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე კვალიფიკაციის ფინალში კრისტიან გარინსა და იესპერ დე იონგს შორის გამარჯვებული იქნება.

მონტე კარლოს მასტერსი 1000-ქულიანია და საპრიზო ფონდი 6 309 095 ევროა.