Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

14 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა, ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ავსტრალიელ კრისტოფერ ო'კონელთან 2 სეტში დამარცხდა, ორივე სეტი თითქმის იდენტურად წარიმართა და ნიკოლოზი 6:4, 6:4 დამარცხდა, პირველი სეტის ხანგრძლივობა 39 წუთი გახლდათ, მეორესი კი 40, სულ დაპირისპირება 1:19 საათი მიმდინარეობდა.

ქართველი ჩოგბურთელი ამ დროისთვის ATP რეიტინგის 133-ე ნომერია, მისი ავსტრალიელი მეტოქე კი 127-ე. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მხოლოდ ნახევარფინალი გაიარა, მან მარცხამდე კოლუმბიელ ნიკოლას მეხიას მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ინდიან ველსი ATP ტურის 1000 ქულიანი ტურნირია, მასტერსის საპრიზო ფონდი კი 9 415 725 დოლარია.

სხვა სტატიები