Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანური ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა

9 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ესპანეთში ITF-ის 15 ქულიანი შეჯიბრი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდიც $15 000 შეადგენს. შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და მსოფლიოს ყოფილი მე-16 ნომერი - ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა 1/16-ფინალიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე შეჯიბრის მე-7 ნომრად განთესილი ფრანგი ჩოგბურთელი - ენცო ვალარტი იყო, რომელთანაც ბასილაშვილმა 2 სეტში მარტივი გამარჯვება 6:3; 6:3 მოიპოვა და 1/8-ფინალში გავიდა.

ასე და ამგვარად, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის 1/8-ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე, ესპანელი - სერხიო კალეხონ ჰერნანდო იქნება, რომელმაც ამ შეჯიბრზე Wild Card-ით სარგებლობს.

სხვა სტატიები