ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
მსოფლიოს 27-ე ჩოგანს ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი, ბრალს ძალადობაში სდებს. საქართველოს პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ცნობილია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოწერილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაზე - გამოძიების მტკიცებით, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო.
როგორც ცნობილია, ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შსს-ში ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებენ.