Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ტურნირის მთავარ ბადეში ვერ მოხვდა

3 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ბარსელონას 500-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრე ვერ გაიარა. ის რეიტინგის 54-ე ნომერს, ამერიკელ ითან ქუინს დაუპირისპირდა და 3 სეტში დამარცხდა (6:2, 6:7.4:6).

მატჩი 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა - დამაჯერებელი პირველი სეტის შემდეგ, მაყურებელმა მეორე სეტში ხანგრძლივი ტაიბრეიკი იხილა, სადაც გამარჯვება ამერიკელს დარჩა (11:9). გადამწყვეტ მესამე სეტში, 2 ბრეიკი ერთის წინააღმდეგ და მატჩიც ქუინმა დაიტოვა. მას კიდევ ერთი მატჩის მოგება მოუწევს, რათა მთავარ ბადეში მოხვდეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერ მოხვდა კიდევ ერთ თიხის ტურნირზეც - ქართველი მონტე კარლოს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა.