ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე ბრუნდება
3 დღის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირით იწყებს. ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალიდან იბრძოლებს, მისი მეტოქე კი 16 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელი კრუზ ჰიუიტი იქნება.
გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ალიბეკ კაჩმაზოვსა და ლუკა ვან აშეს შორის გამარჯვებული იქნება.
ქართველი ჩოგბურთელი ამ დროისთვის მსოფლიოს 206-ე ნომერია, ხოლო მისი მეტოქე 1265-ე.
დაპირისპირება 7 იანვარს, თბილისის დროით დაახლოებით 03:00 საათზე გაიმართება.