ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
1 კვირის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის 1/64-ფინალში ჩეხ იაკუბ მენსიკთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. დაპირისპირება 2:35 საათი მიმდინარეობდა, პირველი სეტში ჩეხმა ჩოგბურთელმა 1:6 იმარჯვა, მეორე სეტში ტაი-ბრეიკზე გათანაბრება ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეძლო - 7:6 (7:3), ხოლო ბოლო ორი სეტის გამარჯვებული მენსიკი გახდა (3:6, 3:6) და მატჩიც მისი გამარჯვებით დასრულდა.
ATP-ის ლაივ რეიტინგში, ნიკოლოზ ბასილაშვილი 206-ე ადგილს იკავებს, ხოლო იაკუბ მენსიკი 48-ს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელისთვის 2025 წელს ეს პირველი ტურნირი იყო, მან ძირითად ბადეში მოხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოახერხა, სადაც 3 შეხვედრა სეტის წაუგებლად მოიგო.