ნიკ კირიოსის ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის შანსი ძალიან მცირეა
ნიკ კირიოსის საშინაო დიდ სლემზე თამაში დიდ ეჭვს იწვევს. ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებისთვის დიდ დარტყმა აღმოჩნდა, რომ ავსტრალიელი ჩოგბურთელი მონაწილეთა სიაში არ არის. 2022 წლის უიმბლდონის ფინალისტს, ნიკ კირიოსს წელის ტრავმა აწუხებდა და წინა თვეს აღნიშნა, რომ ძალიან დიდი გამართლებაა საჭირო ავსტრალიაში თამაში რომ შეძლოს.
28 წლის ჩოგბურთელმა, მუხლის ტრავმის გამო, გასული ავსტრალიის ღია პირველობაც გამოტოვა, არ იყო საფრანგეთში როლან გაროსზე, მაჯის დაზიანების შემდეგ კი ვერ ითამაშა უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე.
ნიკ კირიოსს wild card-ის გამოყენებით შეუძლია მელბურნში თამაში, თუმცა მისი ბოლომდე მზად ყოფნის შანსი მცირდება. ამ თემასთან დაკავშირებით, კირიოსის აგენტმა კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო.
ავსტრალიის დიდ სლემზე, 1-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩუგბურთს რაფაელ ნადალი დაუბრუნდება. მანამდე ესპანელი ჩოგბურთელი, ფორმაში ჩასადგომად, ბრისბენის ტურნირში მიირებს მონაწილეობას.