Belive

ნადალმა მატჩის დროს ჩოგანი დაკარგა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

16 იანვარს, 2023 წლის პირველი დიდი სლემის შეჯიბრი – ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო.

დიდი სლემი 1/64-ფინალიდან დაიწყო რაფა ნადალმა, რომელიც ბრიტანელ ჯეკ დრეიპერს დაუპირისპირდა და 4 სეტში (7:5, 2:6, 6:4, 6:1) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნადალისა და დრეიპერის დაპირისპირებას კურიოზული მომენტის გარეშე არ ჩაუვლია.

ერთ-ერთ ეპიზოდში, რაფა ნადალმა ჩოგანი დაკარგა. ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელის სახალისო ინციდენტის ამსახველი ვიდეო ავსტრალიის ღია პირველობის Youtube არხზე განთავსდა.

2023 წლის პირველი დიდი სლემის 1/32-ფინალში, ნადალისა და ამერიკელი მაკკენზი მაკდონალდის დაპირისპირება შედგება.

სხვა სტატიები