Belive

მწვრთნელმა დაადასტურა | ნადალი&ალკარასი ოლიმპიადაზე წყვილებში ერთად ითამაშებენ

6 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პარიზის ოლიმპიადა სტარტს 26 ივლისს აიღებს და 11 აგვისტოს დასრულდება.

სულ ახლახანს, ცნობილი გახდა, რომ ჩოგბურთში, მამაკაცთა წყვილთა თანრიგში, ესპანეთის ნაკრების ღირსებას ლეგენდარული 22-გზის სლემის ჩემპიონი - რაფა ნადალი და ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი, 3-გზის სლემის ჩემპიონი - კარლოს ალკარასი დაიცავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას, ესპანეთის საჩოგბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ყოფილი ჩოგბურთელი - დავიდ ფერერი ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ რაფა ნადალი 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან პირველად, ინდივიდუალურად ოქროს მედალი 2008 წელს პეკინში მოიპოვა, სადაც ფინალში, ჩილელი - ფერნანდო გონსალესი დაამარცხა.

მეორე ოლიმპიური ჩემპიონობა კი უკვე წყვილთა თანრიგში, 2016 წელს რიო დე ჟანეიროში მოიპოვა. ნადალი წყვილებში მარკ ლოპეს ტარესთან ერთად ასპარეზობდა, სადაც ფინალში რუმინელ ჩოგბურთელებს აჯობეს.

რაც შეეხება კარლოს ალკარასს, 21 წლის ამომავალი ვარსკვლავი და 3-გზის სლემის ჩემპიონი, პარიზში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს.

სხვა სტატიები