Belive

მხოლოდ 3 წაგებული გეიმი - ნადალი ბრისბენის ტურნირის 1/4-ფინალშია

3 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ავსტრალიაში პირველ იანვარს სტარტი ბრისბენის საჩუგბურთო ტურნირმა აიღო, რომელიც იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, კორტს რაფაელ ნადალი დაუბრუნდა, რომელიც როგორც ჩანს მშვენიერ ფორმაში იმყოფება, რადგან მან საკმაოდ მარტივად შეძლო 1/4-ფინალში გასვლა.

1/8-ფინალში "მატადორის" მეტოქე ავსტრალიელი - ჯეისონ კუბლერი იყო, რომელიც ლეგენდარულმა ესპანელმა 2 სეტში ძალიან მარტივად: 1:6; 2:6 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.


ამ გამარჯვებით რაფა ნადალმა კიდევ ერთი დიდი მიღწევა დააფიქსირა - "მატადორი" ATP ტურნირის 1/4-ფინალში 225-ედ ითამაშებს.

ბრისბენის ტურნის 1/4-ფინალში, 22-გზის სლემის გამარჯვებულს - რაფა ნადალს, ავსტრალიელი - ჟორდან ტომპსონი შეხვდება. მატჩი 5 იანვარს, თბილისის დროით 05:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები