Belive

მესამე დიდი სლემი კარიერაში - საბალენკამ US Open მოიგო

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

არინა საბალენკამ მესამე კარიერული დიდი სლემის ტიტული მოიგო. ბელარუსმა ჩოგბურთელმა ფინალში ამერიკელი ჯესიკა პეგულა 2 სეტში (7-5, 7-5) დაამარცხა და ნიუ იორკში კორტზე შეკრებილი იმ გულშემატკივრების იმედები დაამსხვრია, ვინც შინაურ კედლებში პეგულას ქომაგობდა.

26 წლის არინამ 3 მთავარი ტიტული ბოლო 20 თვის განმავლობაში დაისაკუთრა. მან 2023 წელს ავსტრალიის ღია პირველობით დაიწყო, 2024-ში ავსტრალიაში ეს ტიტული დაიცვა და სეზონის ბოლოს აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონიც გახდა. პეგულა პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში და წაგებას მშვიდად შეხვდა, მან განაცხადა, რომ მადლობელია იმისთვისაც, რასაც მიაღწია.

თუ მართლა ბევრს შრომობ და ყველაფერს სწირავ შენი ოცნების გამო, ერთ დღეს მიიღებ მას. ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით. რთული 2 კვირა იყო, მაგრამ ბედნიერი ვარ, რადგან ეს ლამაზი თასი საბოლოოდ მოვიგე - განაცხადა საბალენკამ დაჯილდოების ცერემონიაზე

ავადმყოფობამ და ტრავმებმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ საბალენკა ჩვეულ ფორმაში არ იყო წლევანდელ საფრანგეთის ღია პირველობაზე, ბერლინის ღია პირველობასა და უიმბლდონზე. რეიტინგის მეორე ნომერი ახლა ნომერ პირველ ჩოგბურთელობას უმიზნებს.

სხვა სტატიები