მედისონ კისმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში საბალენკა დაამარცხა
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, პირველ ნომრად განთესილი არინა საბალენკა, ამერიკელმა მედისონ კისმა დაამარცხა და კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო. 29 წლის ჩოგბურთელმა არინას 3 სეტში (6:3 | 2:6 | 7:5) სძლია - მატჩი 2 საათსა და 4 წუთს გაგრძელდა.
კისმა შიში არ გამოავლინა და ბელორუს ჩოგბურთელს თავიდანვე შეუტია, რამაც 3 ბრეიკი მოუტანა და პირველი სეტი მცირე დროში მოიგო. მეორე სეტიდან ნამდვილი ჩემპიონი დაბრუნდა, არინამ დიდებულად ითამაშა და ყველამ იფიქრა, რომ მას მოწინააღმდეგე ვეღარ გააჩერებდა - მარტივად მოგებული მეორე სეტი.
მესამე და გადამწყვეტი სეტი კი ისეთი დაძაბულობით გამოირჩეოდა, როგორიც ფინალს უხდება. გოგოებმა პირველი 11 გეიმის განმავლობაში საკუთარი ჩაწოდებები მოიგეს, მაშინ კი, როცა საქმე ტაი-ბრეიკამდე უნდა მისულიყო და საბალენკას თავისი ჩაწოდება აეღო, კისმა ბრეიკი შეასრულა და სეტი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ არინა საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის ზედიზედ 2-გზის გამარჯვებულია, მე-19 ნომერ ჩოგბურთელთან კი დღეს უდავო ფავორიტად ითვლებოდა.
The Keys to victory!@Madison_keys caps an incredible fortnight with a breakthrough Grand Slam title!
— #AusOpen (@AustralianOpen) January 25, 2025
She beats Collins, Rybakina, Svitolina, Swiatek and Sabalenka to claim the crown.@wwos • @espn • @eurosport • @wowowtennis • #AusOpen • #AO2025 pic.twitter.com/p2RdID6JQc