Belive

მატადორი ბრუნდება - ნადალმა კორტზე დაბრუნება დააანონსა

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

37 წლის ლეგენდარული ესპანელი - რაფა ნადალი კორტზე 2024 წელს დაბრუნდება, ამის შესახებ მან ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

"დღევანდელ დღემდე ვფიქრობდი, რომ ჩემი და ჩოგბურთის ურთიერთობა დასრულებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი ვცდილობდი ტრავმის შემდეგ დაბრუნებას, შესაბამის ფორმაში მაინც ვერ შევდიოდი და რეაბილიტაციის კურსი არასათანადოდ მიდიოდა.

ახლა კარგად ვარ და დღეს ჩემს სტაფთან ერთად ოფიციალური გადაწყვეტილება მივიღე, რომ 2024 წელს კორტზე დავბრუნდები. ამ ეტაპისთვის ზუსტად ვერ გეტყვით, თუ სად და რომელ შეჯიბრზე დავბრუნდები, თუმცა ამის შესახებ უკვე ვმუშაობთ და მალე გაგაცნობთ..." - რაფა ნადალი

შეგახსენებთ, რომ რაფა ნადალმა 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე, მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც მას 2023 წელს ყველა გრანდ სლემისა და უდიდესი შეჯიბრების გამოტოვება მოუწია, სწორედ ამ ფაქტის გამო, რაფა ნადალი ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 662-ე ჩოგანია.

რაფა ნადალმა ტრავმის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორტზე მალე დაბრუნებულიყო, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის გაკეთებაში ხელს არ უწყობდა, შემდეგ კი ოპერაცია ჩაიტარა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.

შეგახსენებთ, რომ რაფა ნადალს ჩოგბურთის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგი აქვს დაფიქსირებული, კერძოდ, მას 20 სლემი აქვს მოგებული, ხოლო როლან გაროსის ისტორიაში კი, ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს მოპოვებული (14-გზის გამარჯვებული).

სხვა სტატიები