Belive

მაიამის მასტერსი - ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მაიამის მასტერსი დაიწყო - ტურნირის 1/64 ფინალური ეტაპის არაერთი შეხვედრა უკვე გაიმართა. ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც ახლახანს დოჰაში ჩემპიონობა იზეიმა, საქმეში ხვალიდან ჩაერთვება. საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქეც ცნობილია. იქიდან გამომდინარე, რომ ბასილაშვილი მაიამიში განთესილია - ის ასპარეზობას მეორე წრიდან იწყებს. ნიკოლოზის მეტოქე შვედი, მიკაელ იმერია. მსოფლიოს 96-ე ჩოგანი მაიამის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. ბასილაშვილს კარიერაში აღნიშნულ მოწინააღმდეგესთან არასდროს უთამაშია. იმერის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ქართველს, სავარაუდოდ, საკმაოდ სერიოზული მეტოქე, ალექსანდრ ზვერევი ელის. გერმანელი 1/32-ფინალში ფინელ, ემილ რუუსუვუორის (83) შეხვდება და წესით გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს.

სხვა სტატიები