ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში ითამაშებს. ქართველმა ჩოგბურთელმა დღეს არტურ რინდერკნეხი დაამარცხა.
ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა მსოფლიოს 61-ე ჩოგანს 2 სეტში - 6:4; 6:2 მოუგო. 29 წლის ქართველმა ფრანგის წინააღმდეგ საოცარი შეხვედრა ჩაატარა.
დაპირისპირება მხოლოდ 1 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილი უშეცდომოდ თამაშობდა და არტურის წინააღმდეგ უძლიერესი დარტყმებით უტევდა.
ნიკოლოზი ყატარის ღია პირველობის ფინალში კარენ კაჩანოვსა (27) და რობერტო ბაუტისტა-აგუტს (16) შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დოჰას ტურნირის ფინალში ქართველმა სწორედ რობერტო დაამარცხა.
ასევე იხილეთ:ბასილაშვილის გამარჯვების ქულა ნახევარფინალში | VIDEO