ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი (ნახევარფინალები)
5 წლის წინ
ჩოგბურთი
3 წთ
11 ნოემბერს საჩოგბურთო სამყაროში უკანასკნელი ტურნირი დაიწყო - ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო 8 ჩოგბურთელი მონაწილეობს.
ეს გახლავთ ერთადერთი ტურნირი, რომელიც ჯგუფური სისტემით ტარდება, ასევე ერთადერთი ტურნირი, რომელიც 1500-ქულიანია. ტურნირს გამოაკლდნენ მსოფლიოს მე-2 ნომერი რაფაელ ნადალი და მსოფლიოს მე-4 საფეხურზე მყოფი ხუან-მარტინ დელ პოტრო, მათ ნაცვლად მე-9 და მე-10 ჩოგნები, კეი ნიშიკორი და ჯონ ისნერი ასპარეზობდნენ.- ნოვაკ ჯოკოვიჩი
- ალექსანდრ ზვერევი
- მარინ ჩილიჩი
- ჯონ ისნერი
- როჯერ ფედერერი
- კევინ ანდერსონი
- დომენიკ ტიმი
- კეი ნიშიკორი