კორონავირუსის გამო უიმბლდონს 3 ვარსკვლავი მოეხსნა
2 წლის წინ
ჩოგბურთი
2 წთ
„გული მწყდება რომ არასასიამოვნო ამბავი უნდა გაცნობოთ. COVID-19-ის ტესტის დადებითი შედეგის გამო 2022 წლის უიმბლდონს გამოვტოვებ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მქონდა გრიპის სიმპტომები და ვიმყოფებოდი იზოლაციაში. იმისდა მიუხედავად, რომ სიმპტომები არ იყო მძიმე, გადავწყვიტე, რომ ამ დილით კიდევ ერთხელ ჩამეტარებინა კოვიდ ტესტი, რათა დამეცვა ჩემი თანამემამულე კონკურენტებისა და ტურნირში მონაწილე ყველა სხვა ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. სიტყვები არ მაქვს, რომ აღვწერო ის უკიდურესი იმედგაცრუება, რომელსაც ახლა ვგრძნობ. ჩემთვის მიმდინარე წლის ოცნება დასრულდა, მაგრამ უფრო ძლიერი დავბრუნდები. მადლობა მხარდაჭერისთვის”. - წერს იტალიელი ჩოგბურთელი სოციალურ ქსელში.უიმბლდონის მიმდინარე გათამაშებაში, მატეო ბერეტინი არ არის ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელიც კორონავირუსის გამო უპრესტიჟულეს ტურნირს მოეხსნა. წლის რიგით მესამე სლემს ასევე გამოტოვებენ ხორვატი ჩოგბურთელები: 2017 წლის უიმბლდონის ფინალისტი - მარინ ჩილიჩი და მსოფლიოს ყოფილი მე-12 ნომერი - ბორნა ჩორიჩი. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის უიმბლდონის გათამაშებამ სტარტი 27 ივნისს აიღო და 10 ივლისს დასრულდება.