კირგიოსი ჩორიჩს: "თავში ქვა გაქვს"?
ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებულ "ადრია ტურს" არაერთი სპორტსმენის კორონავირუსით დაინფიცირება მოჰყვა. ჯოკოვიჩი, ჩორიჩი, დიმიტროვი, ტროიცკი - ეს იმ ჩოგბურთელთა ჩამონათვალია, რომელთა ანალიზებმა ამ ღონისძიების შემდეგ დადებითი შედეგი აჩვენა. ნიკ კირგიოსი ხსენებული ჩოგბურთელების მთავარი კრიტიკოსია. 26 წლის ავსტრალიელი ერთ-ერთი პირველია, ვინც მათი საქციელი დაგმო. კირგიოსის მორიგი გაღიზიანების მიზეზი ჩორიჩი გახდა, რომელმაც თქვა, რომ ნიკის განცხადებები წაიკითხა, თუმცა ეს ყველაფერი მას არ აინტერესებს.
"მოვისმინე მისი კრიტიკა და ამაზე არ ვდარდობ, რადგან ნიკს ჩხუბი ძალიან მოსწონს. თუ სხვა წამიკითხავდა გაკვეთილს, გავიგებდი, მაგრამ კირგიოსი... გარკვეულწილად ეს რეალისტური არ არის," - თქვა ჩორიჩმა. "თავში ქვა გიდევს? ეს შენ უნდა გაინტერესებდეს. შეგიძლია, რომ ისევ მეგობრების გვერდით დადგე, მე უბრალოდ ვცდილობ, რომ მათ პასუხისმგებლობა დავაკისრო. ის რაც განვაცხადე, ვინმეს შეწუხებისთვის არ მითქვამს. ისინი ჩოგბურთელები არიან და არა რაიმეთი განსაკუთრებულები. როგორც ვფიქრობდი, ჩორიჩის ინტელექტუალური დონე 0-ის ტოლია," - დაწერა კირგიოსმა სოციალურ ქსელში.
You should care. Do you have rocks in your head? Again, you can stand up for your mates, I’m just trying to hold them accountable. When I said what I said, I didn’t intend to bother. They are tennis players, they aren’t special. Just as I thought Coric intellectual level = 0 (🍩) https://t.co/KNBa5mNG77— Nicholas Kyrgios (@NickKyrgios) July 29, 2020