ნოვაკ ჯოკოვიჩის ისტორიული რეკორდი
4 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ

როგორც ხედავთ, ჯოკოვიჩმა რეიტინგის სათავეში, ჯამურად 311 კვირა გაატარა, რაც ისტორიული მაჩვენებელია. ასევე უნდა ითქვას, რომ მოქმედი ჩოგბურთელებიდან ამ მხრივ საუკეთესო ექვსეულში 3 ჩოგბურთელია, ჯოკოვიჩი, ფედერერი და რაფაელ ნადალი. ამ უკანასკნელის მსოფლიოს პირველ ნომრად ხილვის საშუალება, მის ქომაგებს ჯამში 209 კვირის განმავლობაში ჰქონდათ. ჯერჯერობით ნოვაკ ჯოკოვიჩს რეიტინგის სათავეში ყოფნაში ვერავინ ეცილება, სერბმა 2021 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით 2000-ქულა დაიცვა, ის მის უახლოეს მდევარს, რაფაელ ნადალს, 2180 ქულით უსწრებს.