Belive

კარლოს ალკარასმა მონტე კარლოს ტურნირი მოიგო

7 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

კარლოს ალკარასმა მონტე კარლოს 1000-ქულიანი ტურნირის ფინალში ლორენცო მუზეტი დაამარცხა. პირველი სეტი იტალიელმა 6:3 მოიგო, ხოლო ბოლო ორ სეტში ესპანელმა მეტოქეს არაფერი დაუთმო და 1:6, 0:6 გაიმარჯვა, დაპირისპირება 1:46 საათი მიმდინარეობდა.

კარლოს ალკარასმა მიმდინარე წელს მეორე ტიტული მოიგო, პირველი როტერდამში 500-ქულიანი ტურნირი იყო. ამ დროისთვის ესპანელი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-3 ნომერია, მუზეტი კი მე-16.

სხვა სტატიები