114 დღე კორტის მიღმა და ათვლა გრძელდება | რამდენად მძიმეა ალკარასის ტრავმა
კარლოს ალკარასს, მაჯის ტრამვის გამო, უკვე 114 დღეა არ უთამაშია. ესპანელმა ჩოგბურთელმა ბოლოს, 14 აპრილს, ბარსელონას ღია პირველობაზე იასპარეზა. მიუხედავად იმისა, რომ ალკარასი ვარჯიშებს დაუბრუნდა, მან უარი თქვა ცინცინატის მასტერსზე მონაწილეობაზე. US Open-ის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. მოქმედმა ჩემპიონმა კი, შეიძლება ტიტული ვერ დაიცვას. მოგეხსენაბათ, 2025 წლის US Open-ის ფინალში, ალკარასმა, იანიკ სინერი დაამარცხა.
საინტერესოა, რატომ აღმოჩნდა ალკარასის ტრამვა ასე რთულად მოსაგვარებელი და რამდენად პრობლემური შეიძლება იყოს ჩოგბურთელისთვის აღნიშნული დაზიანება გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. კარლოსი ტენოსინოვიტს ებრძვის. ეს არის იმ სითხით სავსე გარსის ანთება, რომელიც მაჯის შიგნით, მყესს აკრავს. ყოფილმა ჩოგბურთელმა, რიჩარდ კრაიჩეკმა, რომელიც 1996 წლის უიმბლდონის გამარჯვებულია, Tennis365-თან ინტერვიუში ამ ტრამვაზე ისაუბრა.
ეს ძალიან რთული და სერიოზული ტრამვაა. მაგალითად, კოჭის ტრამვის დროს, დაახლოებით 3-4 თვე გჭირდება რეაბილიტაციისთვის. რაც შეეხება ამ შემთხვევას, ასეთ დროს ძალიან რთულია, რომ ძალები სწრაფად აღიდგინო და ძველი სათამაშო ფორმა დაიბრუნო. - რიჩარდ კრაიჩეკი
114 days since Carlos Alcaraz's last match, his ability to defend his US Open title is in real doubt.
— Daniel Austin (@_Dan_Austin) August 6, 2026
Took a look at why wrist injuries are so difficult, the challenge of trusting the joint again, and how he is facing a battle other greats avoided 👇https://t.co/PqNletlZDj
ტრამვამდე ალკარასი საოცარ ფორმაში იყო და ერთ კალენდარულ წელს, საშუალოდ 2 დიდი სლემის ტურნირს იგებდა. (2024 - როლანდ გაროსი; უიმბლდონი. 2025 - როლან გაროსი; ამერიკის ღია პირველობა). ამ ეტაპზე კი, ალკარასისთვის, კორტზე დაბრუნების პარალელურად, ყველაზე მნიშვნელოვანია, ის სათამაშო სტილი დაიბრუნოს, რომლის გამოც, ის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების სიაში დამსახურებულ ადგილს იკავებს.