Belive

კარლოს ალკარასი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი გახდება

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც კარლოს ალკარასმა როლან გაროსიც მოიგო და კარიერაში მესამე გრანდ სლემი მოიპოვა, დამსახურებულ ჯილდოს Nike-სგან მიიღებს. ამერიკული სპორტული ბრენდი, მურსიელ ვარსკვლავთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, რითაც კარლოსი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი გახდება.

Relevo-ს ცნობით, Nike-ის პირობების მიხედვით, ალკარასს შეუძლია სეზონში 15-20 მილიონი ევრო გამოიმუშავოს, რაც უფრო მაღალია, ვიდრე იანიკ სინერის იმავე კომპანიისგან ანაზღაურება.

Nike-თან ალკარასის ურთიერთობა 2019 წლიდან იწყება, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. კარლიტოს ზრდა როგორც ბრენდის, ისე ჩოგბურთის დონეზე იყო დამოკიდებული და დღეს ამ კოლაბორაციამ მწვერვალს მიაღწია. Nike-ს სურს ესპანელი 12 სეზონის განმავლობაში შეინარჩუნოს, რა დროსაც ისინი ჩოგბურთელისთვის ახალი ლოგოს შექმნაზე იმუშავებენ, ისევე როგორც ეს გაკეთდა ფედერერისა და ნადალის შემთხვევაში.

სხვა სტატიები