Belive

კარლოს ალკარასი ლონდონის ტურნირის გამარჯვებულია

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ლონდონში გამართული Queen's Club-ის ტურნირის გამარჯვებული კარლოს ალკარასი გახდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ჩეხი ჟირი ლეჰეჩკა 3 სეტში დაამარცხა. კარლოსმა პირველი 7:5 მოიგო, მეორე ჩეხის გამარჯვებით 6:7 (5:7) დასრულდა, ხოლო გადამწყვეტი მესამე სეტი ალკარასმა შედარებით მარტივად 6:2 მოიგო და ტიტულს დაეუფლა.

აღნიშნული ტურნირი 500-ქულიანია, კარლოს ალკარასმა კი კარიერაში მეორედ მოიგო. შეხვედრა 2:10 საათი მიმდინარეობდა.

სხვა სტატიები