ჯოკოვიჩს უიმბლდონის გამოტოვება ემუქრება | ნოვაკს ოპერაცია სჭირდება
კვირის დასაწყისში ნოვაკ ჯოკოვიჩი 2024 წლის საფრანგეთის ღია პირველობას იძულებით მოეხსა. 23-ე ნომერ ფრანჩისკო სერუნდოლოსთან შეხვედრაში სერბმა მუხლის ტრავმა მიიღო. ESPN-ის ცნობით, ჯოკოვიჩს ოთხშაბათს ოპერაცია ჩაუტარდება.
აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა შეძლო თამაშის გაგრძელება და მატჩის მოგებაც მოახერხა, მაგრამ მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ ტრავმის რეალური ხარისხი გამოავლინა და ჯოკოვიჩს დიდი სლემის ტურნირის დროზე ადრე დატოვება მოუხდა.
ოპერაციიდან გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, შესაძლოა ჯოკოვიჩმა გამოტოვოს უიმბლდონი, რომელიც 1 ივლისს უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, 24-გზის გრანდ სლემის ჩემპიონმა შესაძლოა ვერ იასპარეზოს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე. ჯოკოვიჩმა თავისი კარიერის განმავლობაში შვიდჯერ მოიგო უიმბლდონი. 2023 წლის ფინალში კი ის კარლოს ალკარასთან დამარცხდა. ამავდროულად, მას არასოდეს მოუგია ოლიმპიური ოქრო, მისი საუკეთესო შედეგი 2008 წლის ბრინჯაოს მედალია.