Belive

ჯოკოვიჩი: "2028 წლის ოლიმპიადაზე თამაში მსურს, ვნახოთ რა იქნება..."

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

2024 წლის პარიზის ოლიმპიადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტრიუმფით დაასრულა. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში კარლოს ალკარასი 2 სეტიან მძიმე ბრძოლაში დაამარცხა, ორივე სეტი ტაი-ბრეიკში გადავიდა, სადაც ნოვაკმა ესპანელ ჩოგბურთელს არაფერი დაუთმო - 7:6 (7:3), 7:6 (7:2). დაპირისპირება 2:52 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ოლიმპიადის გამარჯვებული პირველად გახდა. აქამდე ყველაზე მაღალი სინჯის მედალი რაც ოლიმპიურ თამაშებზე სერბს მოუგია, ბრინჯაოს მედალია.

ჯოკოვიჩს დაუსვეს შეკითხვა, აპირებს თუ არა იგი 2028 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობას, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა.

"ვფიქრობ, რომ დროშის ტარება 2012 წლის ოლიმპიადაზე ჩემი ქვეყნის გახსნის ცერემონიაზე იყო საუკეთესო გრძნობა, რომელიც შეიძლება სპორტსმენს კარიერის განმავლობაში ჰქონდეს.

უბედნიერესი ვარ, რომ შევძელი ოლიმპიური ჩემპიონობა და უკვე ყველაფერი მაქვს მოგებული, სადაც მონაწილეობა მიმიღია. ოლიმპიური ოქროს მედალი ჩემს კარიერაში საუკეთესო მიღწევაა - ეს ალბათ ყველაზე დიდი სპორტული წარმატებაა, რაც კი ოდესმე მიმიღია.

ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 41 წლის ვიქნები, თუმცა ვნახოთ იქამდე როგორ ფორმაში ვიქნები და ასაკი როგორ შემიწყობს ხელს, ძალიან მინდა, რომ გამოვიდე და ამერიკაში ოლიმპიური თამაშების მოგება მეორედ შევძლო.

არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენი დამსახურებით შენი ქვეყანა და ხალხი ბედნიერია, ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით გამოვცდიდი, თუმცა იქამდე დიდი დროა..."

- ნოვაკ ჯოკოვიჩი

სხვა სტატიები