Belive

ჯოკოვიჩის თხოვნით მთვრალი ფანები კორტიდან გააძევეს

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ავსტრალიის ღია პირველობის 1/32-ფინალურ ეტაპზე, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ენცო კუაკოს დაპირისპირება შედგა. სერბმა ჩოგბურთელმა ფრანგი მეტოქის ბარიერი 4 სეტში (6:1, 6:7 (7:5), 6:2, 6:0) გადალახა და 1/16-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდება.

მატჩის მიმდინარეობისას უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რის გამოც ჯოკოვიჩმა მთავარ მსაჯს რეაგირებისკენ მოუწოდა. ტრიბუნებზე მთვრალი გულშემატკივრები იმყოფებოდნენ, რომლებიც ჯოკოვიჩს ხელს უშლიდნენ.

ნოვაკ ჯოკოვიჩის პროტესტის შემდეგ, მთავარმა მსაჯმა დაცვის სამსახურს მთვრალი გულშემატკივრების კორტიდან გაყვანა სთხოვა, რის შემდეგაც მატჩი განახლდა.

“ეს ადამიანი ჩემს პროვოცირებას ცდილობს - მთვრალია და მატჩის დაწყებიდან ყვირის. ის ჩოგბურთის საყურებლად არ მოსულა. მხოლოდ სურს, რომ ხელი შემიშალოს. გეკითხებით, რამეს იზამთ? მისი ყვირილი მინიმუმ 10-ჯერ ხომ გაიგეთ? მე 50-ჯერ გავიგე. რატომ არ ითხოვთ, რომ დაცვამ ის გაიყვანოს?”.

შეგახსენებთ, რომ ეს არაა პირველი ინციდენტი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩის სახელს უკავშირდება. პირველ წრეში ჯოკოვიჩი კრიტიკის მსხვერპლი გახდა და როგორც თავად აღნიშნავს, Eurosport-მა ის წესების დარღვევაში სრულიად დაუმსახურებლად დაადანაშაულა.

სხვა სტატიები