Belive

ჯოკოვიჩის ჩოგანი რეკორდულ თანხად გაიყიდა

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს პირველი ნომრის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ჩოგანი, სპორტული სამახსოვრო ნივთების აუქციონზე, რეკორდულ თანხად გაიყიდა.

ჩოგნის ფასი, რომლითაც სერბმა 2016 წელს საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო, 107 482 დოლარი იყო, რაც ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია.

აუქციონის სახლის აღწერის თანახმად, ენდი მარისთან ფინალურ შეხვედრაში, ნოვაკი მატჩ-პოინტის დროს, უშუალოდ ამ ჩოგნით არ თამაშობდა, თუმცა მან გამარჯვების შემდეგ კორტზე გული სწორედ მისით გამოსახა.

ეს მოგება ჯოკოვიჩისთვის ისტორიული იყო, რადგან სერბმა კარიერული გრანდ სლემი შეასრულა.

სხვა სტატიები