2020 წლის საჩოგბურთო სეზონი წლის საწყისი დღეებიდანვე დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში ჩოგბურთელები არაერთ ტურნირზე ასპარეზობდნენ, სადაც სარეიტინგო ქულებთან ერთად ტიტულების მოპოვებისათვის იბრძოდნენ.
ამჟამად საუკეთესო მაჩვენებელი 2 მოგებული ტიტულია, რაც ამ ეტაპისათვის ოთხმა ჩოგბურთელმა შეძლო. გთავაზობთ აღნიშნულ ოთხეულს:
ნოვაკ ჯოკოვიჩი
მოგებული ტიტულები: ავსტრალიის ღია პირველობა; ATP დუბაიგამომუშავებული თანხა:4 486 616 $
გაელ მონფილსი
მოგებული ტიტულები: ATP მონპელიე; ATP როტერდამიგამომუშავებული თანხა: 1 145 455 $
ანდრეი რუბლევი
მოგებული ტიტულები: ATP ადელაიდა; ATP დოჰა გამომუშავებული თანხა: 661 940 $
კრისტიან გარინი
მოგებული ტიტულები: ATP რიო-დე-ჟანეირო; ATP კორდობა გამომუშავებული თანხა: 639 639 $