Belive

რაფაელ ნადალის მაისური დიდ თანხად გაიყიდა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა, რაფაელ ნადალი, აქტიურადაა ჩაბმული საკუთარ სამშობლოში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის აღმოფხვრაში. მან არაერთხელ მოუწოდა ესპანელ სპორტსმენებს, რომ ეპიდემიის დროს თანამოქალაქეებს ერთიანი ძალებით დახმარებოდნენ. ესპანეთის საკალათბურთო ასოციაციის მიერ ჩატარდა აუქციონი სადაც, ესპანელი სპორტსმენების არაერთი აქსესუარი იყო გამოტანილი, მათ შორის რაფაელ ნადალის მაისური, რომელიც მას 2019 წლის როლან გაროსის ფინალში ეცვა.

ესპანელი მატადორის მაისური 20,500 ევროდ გაიყიდა, ჯამურად აუციონზე კი 143,000 ევროს მოგროვება მოხერხდა. შეგახსენებთ, კორონავირუსის რიცხობრივი გავრცელებით ესპანეთი მსოფლიოში მეორე ქვეყანაა - დაავადებით 166,831ადამიანი დაინფიცირდა, 62,391 გამოჯანმრთელდა, რომლის ფონზეც სამხაროდ 17,209 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები