Belive

ისტორიაში ყველაზე მეტი გამომუშავებული თანხა - ჯოკოვიჩის მორიგი მიღწევა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნოვაკ ჯოკოვიჩი წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში იანიკ სინერს დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად, 2 სეტში 6:3; 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ იტალიელმა ტალანტმა ერთი კვირის წინ ნოვაკს ჯგუფში მოუგო, ამიტომ ტურინში შეკრებილი პუბლიკა კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას ელოდა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა.

ამ გამარჯვებით მან 500 სარეიტინგო ქულა და 2.2 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა, ამ გამარჯვებით კი ჩოგბურთის ისტორიაში პირველი ჩოგანი გახდა, რომელმაც კარიერის განმავლობაში $180 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც რეიტინგის სათავეში 400 კვირა გაატარა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი სლემის ტიტული აქვს მოპოვებული (24). კარიერაში კი მის ანგარიშზე 98 მოპოვებული ტიტულია (ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგი).

სხვა სტატიები