Belive

"ის ჩემი კერპია, ოცნება ამიხდა" - ბასილაშვილის პირველი კომენტარი

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“რა თქმა უნდა, ეს დაუჯერებელია. ფედერერი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მასთან თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან კარგია, რომ როჯერი კორტს დაუბრუნდა. ის ჩემი კერპი იყო და დღევანდელი გამარჯვებით მე ოცნება ამიხდა. ფედერერი დაუჯერებელი მოთამაშეა. არამხოლოდ მე, ყველა ფედერერის თამაშების ყურებაში გავიზარდეთ. ძალიან გახარებული ვარ," -  ამბობს ნიკოლოზი.
როგორც მოგეხსენებათ, ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი 3 სეტში - 3:6; 6:1; 7:5 დაამარცხა.  

სხვა სტატიები