Belive

იანიკ სინერი ტრავმის გამო 2026 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს

7 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

იანიკ სინერი ტრავმის გამო 2026 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, იტალიელმა ჩოგბურთელმა განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა და გულშემატკივრებს მიმართა. სინერი მუხლის ტრავმის გამო მკურნალობის კურსს გადის, მან განმარტა, რომ როგორც თავად, ასევე მისმა სამედიცინო გუნდმა მკურნალობა საუკეთესო გამოსავლად მიიჩნიეს, რათა მისი გრძელვადიანი კარიერა დაიცვან.

მე და ექიმებმა გადავწყვიტეთ, რომ მუხლის მკურნალობა მჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის სეზონი ოფიციალურად დასრულებულია. ბოლო რამდენიმე წელმა, განსაკუთრებით ტურინში განცდილმა დასასრულმა, უამრავი მშვენიერი გრძნობა და ემოცია მაჩუქა, თუმცა ეს წელი განსხვავებული იქნება.

ამავდროულად, უნდა ვიფიქრო ჩემს გრძელვადიან კარიერაზეც. ყველაფერს გავაკეთებ, რათა სათამაშო ფორმა 100%-ით აღვიდგინო. წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, რომ კორტზე ძალიან მალე კვლავ შევხვდებით. - იანიკ სინერი
View this post on Instagram

A post shared by Jannik Sinner (@janniksin)

იანიკ სინერისთვის 2026 წლის ბოლო მატჩი უიმბლდონის ფინალი იყო, რომელიც ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ ითამაშა და გერმანელი 4 სეტში დაამარცხა - 6:7 (7:9), 7:6 (7:2), 6:3, 6:4. სინერმა ამ გამარჯვებით მეორე უიმბლდონის ტიტული მოიპოვა.

ალექსანდრ ზვერევი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი გახდება და 2026 წელსაც ასე დაასრულებს.