Belive

იანიკ სინერი შემაჯამებელი ტურნირის ფინალში გავიდა

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ტურინში მიმდინარე ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი დასკვნით ფაზაშია. პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელშიც ერთმანეთს იანიკ სინერი და დანილ მედვედევი ხვდებოდნენ, გამარჯვება იტალიელ ამომავალ ვარსკვლავს დარჩა (2-1).

სინერს პირველი სეტის მოსაგებად მხოლოდ 1 ბრეიკი ეყო და ანაგრიშით 6:3 გაიმარჯვა, მეორე სეტი ორივე ჩოგბურთელისთვის დაძაბული აღმოჩნდა, საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა და მედვედევმა დაიტოვა (ტაიბრეიკის ანგარიში 4:7). იტალიელისთვის მესამე სეტში ყველაფერი გამარტივდა და გამანადგურებელი ანგარიში - 6:1 დააფიქსირა.

ტურნირის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 19 ნოემბერს, ჯოკოვიჩსა და ალკარასს შორის გაიმართება.

სხვა სტატიები