Belive

გაელ მონფილსი: "სავარაუდოდ, ჩოგბურთში ეს ჩემი ბოლო წელია..."

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

36 წლის ფრანგმა ჩოგბურთელმა - გაელ მონფილსმა, აშშ-ში, ვაშინგტონის შეჯიბრზე პირველი გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ 2023 წელი ტურში მისთვის სავარაუდოდ ბოლოა და კარიერას დაასრულებს. 

"სავარაუდოდ ეს ჩემი ბოლო ვიზიტია ამერიკაში. ნუ რათქმა უნდა მოთამაშის რანგში, თორემ მე იმდენად მიყვარს ეს ქვეყანა, აქ არაერთხელ დავბრუნდები. სავარაუდოდ ეს ჩემი ბოლო წელია ATP ტურში და ამ ყველაფერზე გული მწყდება, თუმცა კარიერაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც უნდა გაიაზრო რომ ნელ-ნელა უნდა დასრულდეს. 36 წლის ვარ, დღეს კი გავიმარჯვე, მაგრამ ვატყობ, რომ იმ დონის ჩოგბურთს ვეღარ ვთამაშობ, როგორსაც კარიერის განმავლობაში ვთამაშობდი.

მე მჯერა, რომ ჩემი მეუღლე - ელინა სვიტოლინა, ტურში ჩემზე ბევრად დიდი ხანი დარჩება და დიდ წარმატებებს მიაღწევს. ჯერ ვერ ვადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ 2023 წელი ჩემი ბოლო წელია, თუმცა ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ, რა იქნება მომავალში ამას მომავალში ვნახავთ.

დროა სახლში წავიდე და ჩემს საყვარელ შვილს მოვუარო და მასთან უფრო დიდი დრო გავატარო...." - გაელ მონფილსი

შეგახსენებთ, რომ გაელ მონფილსს კარიერის განმავლობაში 11 ტიტული აქვს მოგებული. ATP ტურში კი მისი მაქსიმალური შედეგი, მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომრად ყოფნა იყო (2016 წლის 7 ნოემბერს). 

36 წლის ფრანგი ჩოგბურთელი ახლა მსოფლიო რეიტინგის 322 პოზიციას იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ გაელს დიდი სლემის არცერთი ტიტული არ აქვს მოპოვებული, მეტიც ნახევარფინალის მეტი არცერთ შეჯიბრზე არ უთამაშია, მონფილი ჩოგბურთის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და ნიჭიერი ჩოგბურთელია, რომელიც კორტზე მოწყენის საშუალებას უბრალოდ არ მოგცემს. 

სხვა სტატიები