Belive

ერთი ნაბიჯი ფედერერამდე | ბასილაშვილი დოჰას ტურნირზე ფედერერთან იკვეთება

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო პერიოდის ფაქტობრივად უწყვეტი წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, დოჰას ტურნირზე მეორე ეტაპზეა. ნიკოლოზის პირველი მეტოქე ავსტრალიელი ჯონ მილმანი გახლდათ, რომელსაც 3-სეტში გაუმკლავდა. ნიკოლოზმა შეხვედრა საკმაოდ ცუდად დაიწყო და პირველი სეტი მარტივად დათმო. ამის შემდეგ, ბასილაშვილი გააქტიურდა და მილმანის წინააღმდეგ შემტევი ტაქტიკა აირჩია. საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 41-ე ჩოგანთან ბევრი კარგი დარტყმა შეასრულა, რითაც ზედიზედ 2 სეტისა და მატჩის მოგებაც მოახერხა. მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე მალეკ ჯაზირისა და ნორბერტ გომბოსის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება - აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპის საშუალებით მოხვდა, გომბოსი "იღბლიანი დამარცხებულის" (Lucky looser) სტატუსით ასპარეზობს. იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი ზემოთხსენებულ წყვილს შორის მოგებულს დაამარცხებს, მისი მომდევნო მეტოქე უდიდესი ალბათობით როჯერ ფედერერი იქნება.

სხვა სტატიები