ბასილაშვილმა ჯოკოვიჩის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა
2 წლის წინ
ჩოგბურთი
2 წთ
თქვენ მოგვიწოდებთ, რომ "დავრჩეთ სახლში" ან ავიცრათ. ATP-ს ტურების განაწილების სისტემის გამო, მას სახლში დარჩენა არ შეუძლია. დარწმუნებული ვარ, ნოვაკი ავსტრალიაში არ ჩავიდოდა, თუკი ATP, გრანდ სლემს ისეთ ადგილას გადაიტანდა , სადაც ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნებოდა. ნოვაკი დღეს მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეა და თუ იგი სლემებზე არ იასპარეზებს, პირველობას დაკარგავს. თქვენ არ გესმით, რომ იგი ავსტრალიასა და ავსტრალიელების არ უპირისპირდება, ამასთან ერთად მას ოფიციალური სამედიცინო ცნობაც ჰქონდა. გაიხსენეთ, თუ რამდენი აქვს მას გაკეთებული ავსტრალიისთვის, მასშტაბური ხანძრის წინააღმდეგ მან ფული თავადაც გაიღო და ხალხს ქველმოქმედებაში ჩართვისკენ მოუწოდა. მან ავსტრალიის ღია პირველობა 9-ჯერ მოიგო და მსოფლიოს მასშტაბით ეს შეჯიბრი კიდევ უფრო პოპულარული გახადა. დღევანდელი მოცემულობით რთული გადაწყვეტილებაა მისაღები, თუმცა ჩემი აზრით მას ავსტრალიაში სამართლიანად არ მოექცნენ.