Belive

ენდი მარი კორტზე დაბრუნებას მაქსიმალურად ცდილობს

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარიმ მიმდინარე წლის დასაწყისში უმძიმესი ტრავმებიდან და ქირურგიული ჩარევიდან გამომდინარე პროფესიონალური სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მას შემდეგ აქტიურად გაჩნდა ხმები მისი დაბრუნების შესახებ. უიმბლდონზე ენდი მარი პუბლიკის წინაშე შერეულ წყვილთა თანრიგში წარსდგა, მისი მეწყვილე კი სერენა უილიამსი გახლდათ. ახალი კვირიდან ენდი საკუთარ ძალებს "Citi open"-ზე გამოცდის, თუმცა ისევ წყვილთა თანრიგში, მისი მეწყვილე კი საკუთარი ძმა - ჯეიმი მარი იქნება. "ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამერიკის ღია პირველობაზე უკვე ერთეულთა თანრიგში სრული დატვირთვით შემეძლოს თამაში, ამისათვის ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა. ენდი და ჯეიმი პირველ შეხვედრას 31 ივლისს 18:00 საათზე ცნობილი ტანდემის მაიუსა და როჟე ვასლენის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები