Belive

ელინა სვიტოლინა რუს და ბელარუს ჩოგბურთელებთან თამაშზე უარს ამბობს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

უკრაინის პირველმა ჩოგანმა, ელინა სვიტოლინამ, განაცხადა, რომ რუს და ბელარუს მეტოქეებთან თამაშს არ აპირებს:

,,დღევანდელი ვითარება ჩვენი ორგანიზაციებისგან (ATP, WTA, ITF) მკაფიო პოზიციას მოითხოვს. ამიტომ, ჩვენ, უკრაინელი სპორტსმენები, მოვითხოვთ, რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები ტურნირებზე დაუშვან მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით, ეროვნული სიმბოლოების, ფერების, დროშებისა და ჰიმნების გარეშე. შესაბამისად, მინდა, განვაცხადო, რომ ხვალ მონტერეიში არ ვითამაშებ. ასევე, არ ვითამაშებ სხვა რუს და ბელარუს მეტოქეებთან, სანამ ჩვენი ორგანიზაციები ამ ნაბიჯს არ გადადგამენ. რუს სპორტსმენებს არ ვადანაშაულებ, ისინი დამნაშავენი არ არიან. მეტიც, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა რუს და ბელარუს მოთამაშეს, რომლებიც ომს მამაცურად დაუპირისპირდნენ. მათი მხარდაჭერა აუცილებელია,'' - წერს უკრაინელი სოციალურ ქსელში.
ელინა სვიტოლინას პირველ მარტს მონტერეიში რუს ანასტასია პოტაპოვასთან უნდა ეთამაშა, თუმცა მსოფლიოს მე-15 ჩოგანი ტურნირიდან ჩაეხსნა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Elina Monfils (@elisvitolina)

სხვა სტატიები