Belive

ელინა სვიტოლინა სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

უკრაინელი ჩოგბურთელი, ელინა სვიტოლინა, რომელიც საჩოგბურთო სამყაროში საკმაოდ ცნობადი ფიგურაა, რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ საომარ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მოგეხსენებათ, 24 თებერვალს, რუსულმა არმიამ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო.



"გული მეწვის... კიდევ ერთი უძილო და საშინელი ღამე უკრაინელი ხალხისთვის. გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რომ შეწყდეს ომი", - წერს ჩოგბურთელი სოციალურ ქსელში.
ელინა სვიტოლინა მსოფლიო რეიტინგის ყოფილი მე-3 ნომერია, ამჟამად რეიტინგში მე-15 საფეხურზეა წარმოდგენილი. ჩოგბურთის ქომაგები მას ასევე იცნობენ, როგორც გაელ მონფილსის მეუღლეს. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებას, საომარი მოქმედებები გრძელდება და მდგომარეობა სულ უფრო რთულდება, რასაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეხმაურებიან, მათ შორის სპორტსმენებიც.

ასევე იხილეთ:


“დიდება უკრაინას, გამაგრდით” – ქართული სპორტი უკრაინას მხარს უჭერს


სხვა სტატიები