ელენა რიბაკინა ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია!
წლის პირველი გრანდ სლემი (ქალებში) ელენა რიბაკინამ მოიგო. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, რიბაკინამ არინა საბალენკა 3 სეტში (6:4 | 4:6 | 6:4) დაამარცხა და კარიერაში მეორედ დაეუფლა დიდი სლემის ჯილდოს. ყაზახეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენს, აქამდე, უიმბლდონი ჰქონდა მოგებული (2022 წელს).
შეხვედრა რიბაკინამ უკეთ დაიწყო და სეტებში დაწინაურდა კიდეც, თუმცა შემდეგ ბელარუსმა ჩოგბურთელმა მოუმატა - საბალენკამ მეორე სეტიც მოიგო და გადამწყვეტ სეტში, ბრეიკით, 3:0-საც იგებდა. რიბაკინამ სწორედ ამ რთული სიტუაციიდან შეძლო დატრიალება და ორი ბრეიკი შეუსრულა მოწინააღმდეგეს.
აღსანიშნავია, რომ საბალენკა და რიბაკინა აქამდეც შეხვედრილან ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში - 2023 წელს, ჩემპიონი საბალენკა გახდა. არინა ზედიზედ მეოთხედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, პირველი 2 მოიგო, თუმცა ზედიზედ ორ შემთხვევაში დამარცხდა.
Elena shares a moment with her team after triumph in Melbourne 🏆@wwos • @espn • @tntsports • @wowowtennis • #AO26 pic.twitter.com/V5g88VLdzM
— #AusOpen (@AustralianOpen) January 31, 2026