Belive

'ელ კლასიკოს' უნდა ვუყურო - კარლოს ალკარასი ვარჯიშზე 9 საათით ადრე მივიდა

6 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

'ელ კლასიკოს' ციებ-ცხელებამ იტალიის დედაქალაქამდეც მიაღწია. კვირას, ყველას ყურადღება ლა ლიგის ცხრილის სათავეში მყოფ "ბარსელონასა" და მის მთავარ მეტოქეს, "რეალ მადრიდს" შორის დაპირისპირებაზე იყო მიპყრობილი, მათ შორის მადრიდის ერთგულ გულშემატკივარ კარლოს ალკარასზე.

22 წლის ჩოგბურთელს, კვირა საღამოს, რომის მასტერსზე, ლასლო ჯერეს წინააღმდეგ, მესამე რაუნდის მატჩში უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩის დღის მშვიდად ჩატარების ნაცვლად, ალკარასი Foro Italico-ზე ცხრა საათით ადრე მივიდა. მიზეზი მატჩისწინა მზადებაა, მან ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ შუადღეს (16:15-ზე) 'ელ კლასიკოს' ყურება უნდოდა.

„დღეს რეალისა და ბარსას მატჩია 4:15 საათზე... აუცილებლად უნდა ვუყურო“, - თქვა ალკარასმა ღიმილით, როდესაც ATP-ის რეიტინგის მეორე ნომრად განთესილმა ალექსანდრ ზვერევმა ხუმრობით დასვა კითხვა მის ნაადრევად გამოჩენაზე.

აღსანიშნავია, რომ ალკარასამა ღამით დაწყებული საკუთარი შეხვედრა ლასლო ჯერესთან, 2 სეტში (7:6 | 6:2) მოიგო და შემდეგ წრეში გავიდა.

სხვა სტატიები