Belive

ეკო გორგოძემ ვალენსიაში 75-ე ჩოგანი დაამარცხა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ეკო გორგოძე ესპანეთში, ვალენსიას W80 ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. დღეს საქართველოს პირველმა ქალმა ჩოგანმა ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი, არანტხა რუსი 3 სეტში - 7:6; 1:6; 6:4 დაამარცხა. ეკომ 1/8-ფინალური დაპირისპირება 2 საათსა და 55 წუთში მოიგო. აღსანიშნავია, რომ გორგოძემ მსოფლიოს 75-ე ნომრის დამარცხება მოახერხა. ნიდერლანდელ ჩოგბურთელს წელს 2 ტიტული ჰქონდა მოგებული. ეკო მეოთხედფინალში დღეს უნგრელ, დალმა გალფისთან (138) ითამაშებს.

სხვა სტატიები