ეკო გორგოძე ჩეხეთის 60-ათასიან ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს.
ქართველმა ჩოგბურთელმა დღეს ლიზეტ კაბრერა (188) 2 სეტში - 6:2; 6:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ეკომ ჩეხეთში 3 წრე ისე გაიარა, რომ ჯერ სეტიც არ წაუგია.
გორგოძემ, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი, ავსტრალიელი ჩოგბურთელის ბარიერი 1 საათში დაძლია. 30 წლის ქართველმა მეტოქის ჩაწოდებაზე 7 გეიმის მოგება მოახერხა.
ეკო გორგოძე, რომელიც Live რეიტინგში კარიერის საუკეთესო, 115-ე პოზიციაზეა, ნახევარფინალში ფერნანდა კონტრერას გომესს (220) დაუპირისპირდება.